გიორგი ხაინდრავა: მოვა დრო, როდესაც სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლდებიანი

გიორგი ხაინდრავა: მოვა დრო, როდესაც სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლდებიანი

მოვა დრო, როდესაც სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე სახელმწიფო ღალატზე იქნებიან გასამართლებული და ამ სასამართლოსთვის უამრავი საბუთი გაგვაჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს დრო მოვა, ამას არ გააკეთებს ეს ხელისუფლება, გააკეთებს სხვა ხელისუფლება, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი საბაბი, რისთისაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, თუ ამას არ გაკეთებს, - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, უნდა ითქვას სიმართლე. მხოლოდ ამ სიმართლის შემდეგ შეძლებს საქართველო უფლებების აღდგენას მსოფლიო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში.

ხაინდრავას განცხადებით, დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სასირცხვილო დღე საქართველოს ახალ ისტორიაში, რადგან დღევანდელ დღეს მიეცა საშუალება რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განეხორციელებინა. შედეგად კი ანექსია, ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მოხდა.

„მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს ღალატი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე და ახლა ავხსნი, თუ რაში გამოიხატებოდა ეს ღალატი. რუსული აგრესიისადმი დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში ცალსახაა. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს სამხედრო აგრესია იყო და როგორც შედეგი, მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია. რაც შეეხება ღალატს, პირველი, რაც იყო ჩადენილი, სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უკანონოდ, მიუერთა ცხინვალის რეგიონს ახალგორის რაიონი, რომელიც არასდროს არ შედიოდა იმ ავადხსენებულ ოლქშიც კი, როდესაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უზენაესმა საბჭომ გააუქმა. ეს იყო ახალი საზღვრის დაკანონება. სწორედ ამ საზღვარს მიყვება დღეს ბორდერიზცია, რომლის წინააღმდეგ გამოდიან დღეს შარვალჩახდილი პატრიოტები“, - განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ღალატი იყო ასევე მასინდელი ხელისუფლების მიერ ახალგორში არჩევნების ჩატარება, რომელიც იქ უკანონოდ მოხდა. ხაიდრავა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მაშინ ამ არჩევნებში მონაწილეობდა, ხელისუფლებამ კანონგარეთ დააყენა და სწორედ ამ არჩევნების შედეგად აირჩიეს მაშინ სანაკოევი.

„მე მაქვს გადაღებული „დემოკრატიის შუქურა“, სადაც არის კადრი, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის საპირისპიროდ, ზუსტად სიტყვებს ვციტირებ: „ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე“. ორ საჯარო გამოსვლაში: უშიშროების საბჭოს სხდომიდან და მეორე მისი ოთახიდან არცერთი სიტყვით არ არის ნახსენები რუსული აგრესია და რუსული ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე. ის, რომ რუსეთი ემზადებოდა აგრესიის ჩასატარებლად, ცხადი იყო, რადგან როკის გვირაბთან რუსეთის 58-ე არმიის არმადა იდგა, დაქოქილი ტანკებით და ელოდებოდნენ ნიშანს, რომელსაც მისცემდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, ალასანია, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა იმ დღეებში. ამასაც დოკუმენტურად დავამტკიცებ. მოვა დრო, როდესაც სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე სახელმწიფო ღალატზე იქნებიან გასამართლებული და ამ სასამართლოსთვის უამრავი საბუთი გაგვაჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს დრო მოვა, ამას არ გააკეთებს ეს ხელისუფლება, გააკეთებს სხვა ხელისუფლება, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი საბაბი, რისთისაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, თუ ამას არ გაკეთებს, რადგან ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, უნდა ითქვას სიმართლე. მხოლოდ ამ სიმართლის შემდეგ შეძლებს საქართველო უფლებების აღდგენას მსოფლიო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში“, - განაცხადა ხაინდრავამ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.

Katana . ერთი, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისთვის გასამართლდით რომელიმე დე მეორე ესენი გასამართლდებიან!!!
4 წლის უკან