„ჩვენი გავრცელებიდან და ახლანდელი აქტიური შემთხევევბიდან გამომდინარე, რთული სათქმელია თუ ვირუსი უსიმპტომოდ გადატანილი რამდენს აქვს, თუმცა ჩემი ვარაუდით, საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ექნება."- ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდე გოგინავა, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში მალე კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად მასშტაბური კვლევა დაიწყება.
„სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით, კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახება ვირუსის გამოვლენაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც გოგინავა ამბობს, ეს ინიციატივა მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით კარგია. მისი აზრით, სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდგადატანილი პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვაგვარია, თუმცა საქართველოში ასეთი პაციენტების რიცხვი შესაძლოა 1%-ზე ნაკლები იყოს.
„სხვადასხვა ქვეყნებში კოვიდგადატანილი პაციენტების რიცხვი სხვადასხვანაირია. ჩვენი გავრცელებიდან და ახლანდელი აქტიური შემთხევევბიდან გამომდინარე, რთული სათქმელია, თუ ვირუსი უსიმპტომოდ გადატანილი რამდენს აქვს. თუმცა, ჩემი ვარაუდით, საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ექნება.
„თუმცა ეს ძალიან უხეში გათვლაა. ეს ეპიდემიოლოგების საქმეა და ეს მასშტაბური კვლევა რეალურად გვაჩვენებს, თუ რა სურათია ქვეყანაში.
„ეს ინიციატივა კარგია იმიტომ, რომ გვეცოდინება კორონავირუსი მოსახლეობის რა რაოდენობამ გადაიტანა, მოსახლეობაში ანტისხეულების გამომუშავება რამდენად მოხდა, რომელმაც შემდეგ შესაძლოა დამცველობითი ფუნქციაც შეასრულოს, რომ ადამიანების ინფიცირება ხელმეორედ არ მოხდეს", - განაცხადა გოგინავამ.