„არ ვიცი მოკლეს თუ თავად მოიკლა თავი, მაგრამ ფაქტია რომ ეს გოგო ჩვეულებრივი არ იყო მგონია რომ თავის სამყაროში ცხოვრობდა, სადაც არავის უშვებდა”

„არ ვიცი მოკლეს თუ თავად მოიკლა თავი, მაგრამ ფაქტია რომ ეს გოგო ჩვეულებრივი არ იყო მგონია რომ თავის სამყაროში ცხოვრობდა, სადაც არავის უშვებდა”

ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ერთსაც დავწერ და დღევანდელი დღეც ჩამთავრდება..  არც ხვალ შეიცვლება რაიმე დიდად

იცი რაზე დავფიქრდიი?

იმდენად ვართ სანახაობით გატაცებულები რომ ეს ბავშვი მეორე პლანზე გადავიდა რაღაცნაირად. წინ დედა და მამაა გამოსული, ჰოდა პირველად დავფიქრდი ეხლა-ნეტა როგორი იყო სიცოცხლეში?

არ ვიცი მოკლეს თუ თავად მოიკლა თავი, მაგრამ ფაქტია რომ ეს გოგო ჩვეულებრივი არ იყო მგონია რომ თავის სამყაროში ცხოვრობდა, სადაც არავის უშვებდა. და ეხლა ბევრი სენტიმენტალური ბოდვასავით რომ არ გამომივიდეს, უცებ დავამთავრებ, რისი თქმაც მინდა:

მე გავიზარდე ბედნიერ სახლში; ჩემს ოჯახში ცხოვრობდა სიხარული და სიყვარული; თავზე მევლებოდა ყველა-ბებიიდან მეზობლამდე... მამა არ ცემდა დედას, ხელის გულზე ატარებდა; მყავდა უამრავი მეგობარი და ჩვენი მშობლებიც მეგობრობდნენ; ურთიერთობები იყო არა ვირტუალური, არამედ ნამდვილი; და თუ გუგლში ვერ ვიჩხრიკებოდი იმის სანახავად-როგორ ჩნდება ბავშვი (პირობითად)-არც ამით დამკლებია რაიმე. გავიზარდე და მივხვდი. თვალის ახელიდან ვუყურებდი ჩემს ლაღ მშობლებს და

და

კი, მეც ვუმალავდი რაღაცეებს, ოღონდ დედამ ყოველთვის იცოდა სად ვარ და ვინაა ჩემი მეგობარი. წამალსაც ყოველთვის დედა ყიდულობდა ჩემთვის როცა 12  წლის ვიყავი.

ალბათ ამიტომ მიჭირს გავიგო ის, რაც დღეს ხდება. რომ დავფიქრდი, ყველა მეცოდება ამ ისტორიაში; და რაღაცნაირად სულერთიასავით-მოკლეს, თუ თავი მოიკლა.

ასე მგონია თავს უშველა. არ ვწერ საკამათოდ. ოღონდ ერთ რამეს გთხოვთ: მტკიცებით ფორმაში ნუ ნუ იტყვით რომ ის ამას არ იზამდა!

მის სახლში უნდა გაზრდილიყავი, რომ იცოდე-რას იზამდა და რას არა. და მის ტვინში უნდა გეცხოვრა

წლების წინ მაგდა პაპიძის დედაც იფიცებდა-ჩემი შვილი ამას არ იზამდაო. რას გაუგებ ადამიანს...

გავა ცოტა დრო და არავის აღარ გვემახსოვრება ეს ცუდი ამბავიც არც იმათ, ვინც პოლიტიკურ ქულებს იწერდა...

საწყენი კი ისაა რომ აი ასეთ ბავშვობაში გაზრდილს (მე) დღეს შვილმკვდარი დედის მიმართ სიბრალულის ნაცვლად გაღიზიანება მაქვს, ყველა დედას აშორე ღმერთო ეს სიმწარე.

და მოგვეცი ჩვენც გაძლება

დიდი იმედი მაქვს ამ თემას არასოდეს დავუბრუნდები, დავიღალე.“