გიორგი ვოლსკი: „8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით ,,ნაცმოძრაობასთან

გიორგი ვოლსკი: „8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით ,,ნაცმოძრაობასთან"  ბევრი  კითხვა არსებობს“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ, გიორგი ვოლსკიმ 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის ირგვლივ არსებულ კითხვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არსებობს.

„8 აგვისტო მოდის და დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ნაწილის მთავარი ლოზუნგი იქნება, რომ „ქართული ოცნება საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას“. ამაზე არის აგებული მთელი პროპაგანდა, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ თითქოს ეს მართალია და რისი გადაფარვა მიდის, ესეც უნდა ვთქვათ. არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი არ აქვთ! კითხვა ნომერი პირველი - რატომ ჩაშალეთ მოლაპარაკების ფორმატები, რომლებიც ამერიკელების დაჟინებული მოთხოვნები იყო და დოკუმენტებშია ეს ასახული, რომელთაც ფულადი გამოსახულება აქვთ. როდესაც „შეიჭრნენ“ იმ დროს დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დაიწყეს რუსების დაბალანსება. რატომ გააკეთეთ ისე, რომ რუსმა მოიხადა ცისფერი ჩაფხუტი და ხაკისფერი დაიხურა. მეორე, რატომ შეწირეს 200-ზე მექი სამოქალაქო პირი - ქალები, მოხუცები და ბავშვები და რატომ არ გამოიყვანეს? უნდოდათ, რომ ბევრი ჩახოცილიყო. რატომ აბრალებს დღეს სარკოზი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმას, რაც არ ყოფილა. ის, რომ სააკაშვილმა ჩაშალა კი ბატონო, მაგრამ ამერიკელების კარნახით ჩაშალესო. სააკაშვილი ამბობდა, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი შემხვდაო და ვკითხე რატომ არ დაბომბეთ როკის გვირაბიო. წარმოგიდგენიათ რა უტიფარია? სურს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე გაგვიჩნდეს ეჭვი. ლავროვის გეგმაც რაც იყო იმას იმეორებენ. მესამე, რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას და რატომ გადაიღეს ცხინვალის დაბომბვა და რატომ მიაწოდეს მთელი მსოფლიოს ტელევიზიებს? რატომ აშინებდნენ ჯარისკაცებს, რომ თითქოს ჰააგის ტრიბუნალს გადასცემდნენ? რატომ არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ გვიტევენ? და ბოლო შეკითხვა, რომელიც არასდროს არ დასმულა - რატომ დაგვჭირდა წლები, რომ დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ გორი იყო დაბომბილი, შეეკრიბათ. რატომ დააყენეს ახალგაზრდები უპატრონოთ გორის მოედანზე? რატომ შექმნეს ილუზია, რომ თითქოს რუსეთს ეომებიან. რატომ არ დაუშვეს კიწმარიშვილი დახურულ სხდომაზე, რათა მას დამატებითი ჩვენებები მიეცა. რატომ? არის ბევრი შეკითხვა და პასუხები არ არის. ეს შეკითხვები ხალხმა რომ არ დასვას, ხვალ და ზეგ მთავარი თემა იქნება ის, რომ ქართული ოცნება საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას. გამოჩნდებიან პატრიოტები შეძახილებით. მათი ერდათერთი იმედი არის ის სექტანტები, რომლებიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მათ კვლავ მხარს უჭერენ და მეორენი, ახალგაზრდები, ვისაც ემოციური კავშირი ამ ბნელ პერიოდთან არ გააჩნიათ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ POSTV-ის ეთერში.