ანჯელინა ჯოლი ძვირადღირებული პირბადით გამოჩნდა, რატომ არის განსაკუთრებული მის მიერ შერჩეული იმიჯი?

ანჯელინა ჯოლი ძვირადღირებული პირბადით გამოჩნდა, რატომ არის განსაკუთრებული მის მიერ შერჩეული იმიჯი?

5 აგვისტოს ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესში შვილთან - ნოქსთან ერთად დააფიქსირეს. დედა-შვილმა ამჯერად შავ ფერში გადაწყვეტილი სამოსი მოირგი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ერთ-ერთმა აქსესუარმა მიიპყრო.

საქმე 45 წლის ვარსკვლავის პირბადეს ეხება, რომელიც OFF WHITE-ის ბრენდის გახლავთ და მისი ღირებულება 105$-ია.

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. უკმაყოფილო გამომწერები Daily Mail-ის გვერდზე წერენ, რომ დიზაინი ნამდვილად არ შეესაბამება ფასს და ამავდროულად, არც ღირებულება პასუხობს რეალურ საჭიროებას.