სალომე სამადაშვილი: ვფიქრობთ, როგორ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული

სალომე სამადაშვილი: ვფიქრობთ, როგორ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარტიაში განიხილავენ, როგორ გამოიყენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაში ის გადამწყვეტ როლს ითამაშებს. კონკრეტულად როგორ ჩამოყალიბდება თავად მიხეილ სააკაშვილის და პარტიის პოზიცია, ამას საზოგადოებას მაშინ ვაცნობებთ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.

amo არც სააკაშვილის მიკვირს, არც ამის და არც ათიოდე მათი გვერდით მდგომის, რადგან ვიცი ამათ რა უნდათ. მაგრამ მე ამათ აყოლილი კი არა, თავისთავად იდეაფიქსი ნაცმოძრაობა რომ უდევთ თავში იმათი მიკვირს. რატომ უნდა გიყვარდეს შენი ერის შეურაცმყოფელი ხელისუფლება? მე ეს ერის ავადმყოფური გამოვლინება მგონია და მათი თავის მართლება, რომ ქვეყანა ფეხზე დააყენეს, ინსტიტუტები შექნეს მხოლოდ თავის მართლების უსუსური მცდელობაა და მეტი არაფერი. თითქოს ასე არ უნდა მოქცეულიყო ძველის უარმყოფელი (კაცმა არ იცის ვის მიერ ხელდასმული) ახალი ხელისუფლება და რადგან ეს ჩაიდინეს, ამიტომ თვლიან რომ ტერიტორიების დაკარგვაც, ადამიანების პატივის აყრა, უუფლებო მასად გადაქცევაც (მე მგონი ქვეცნობიერად აი ეს მოსწონს არ შემდგარ, ქვეყანაზე გაბოროტებულ ამ მასას ) ეპატიებათ. სანამ ეს ხალხი ცოცხალია მანამ ნაცმოძრაობაც თავს არ დაგვანებებს და ლენინივით უკვდავი იქნება. მერე? ნიჭიერ ერს ეს ავადმყოფობა მუდმივად გაჰყვება. მერე კიდევ გამოჩნდება ახალი ნაცმოძრაობა და ვიცხოვრებთ ასე უკუნისიდან უკუნისამდე.
4 წლის უკან