მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი გულის შეტევით გარდაიცვალა

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი გულის შეტევით გარდაიცვალა

მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მუეძინი, ოსმან ასლანი გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თანაგრძნობას ვუცხადებთ მუეძინი ასლან ოსმანის ოჯახსა და ნათესავებს, რომელიც აია-სოფიას ტაძარში გულის შეტევით გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

24 ივლისს, სტამბოლში აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია გაიმართა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.