მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებული შემთხვევაა, მათგან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 2 შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

„დაგვემატა 9 დადასტურებული შემთხვევა და ახლა 1206 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და 987-ს შეადგენს. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტი 81. 8 % გახლავთ, ხოლო კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევებით 240 პაციენტი მკურნალობს.

9 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია-7 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტაქტებისა და წყაროს დადგენის კვლევა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა.