კომპანია „ზეგ“-ის საქმიანობა არ არის მისაღები ქართული მენტალიტეტისთვის – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭი

კომპანია „ზეგ“-ის საქმიანობა არ არის მისაღები ქართული მენტალიტეტისთვის – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭი

„კომპანია „ზეგ“-ის საქმიანობა არ არის მისაღები ქართული მენტალიტეტისთვის – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა ბიჭმა ბაჩანა ლობჟანიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა. ლობჟანიძის თქმით, ეს არის მისი მხრიდან მინიშნება და „მიმხვედრი მიხვდება“.

„ჩემდა უნებურად გამოიკვეთა რაღაც გარემოებები კომპანია „ზეგ“-ის მხრიდან. მე დავადგინე, რომ ქართული მენტალიტეტისთვის არ არის მისაღები ის მარკეტი და საქმიანობა (საქმიანობა არა პროფესიული, არამედ ზოგადად ეგ მარკეტი) რასაც ისინი აკეთებენ. ამიტომ არ ასაჯაროვებს ეს კომპანია ამ თავის მარკეტს. მე არ მაქვს ამის თქმის უფლება, ეს არის მინიშნება თუ მისაღებია… მემგონი საინტერესოა რას საქმიანობენ ისინი, ალბათ მისახვედრიც უნდა იყოს და მიმხვედრი მიხვდება… მე ჩვენებაც მივეცი ამის შესახებ გამოძიებას საკმაოდ ვრცელი. მე ეს ყველაფერი ჩემი ძალებით მოვძებნე“ – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, კომპანიამ ბაჩანა ლობჟანიძეს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას უპასუხა. კომპანიის იურისტის თქმით, ეს ადამიანი ბოდავს და კომპანია არაფერს ისეთს არ აკეთებს, რაც მენტალობაში არ ჯდება.