რომან კაკულია: კარგია, რომ The Heritage Foundation-ის სტატიაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში საქართველოს წვლილზეა საუბარი

რომან კაკულია: კარგია, რომ The Heritage Foundation-ის სტატიაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში საქართველოს წვლილზეა საუბარი

ეს არის უმნიშვნელოვანესი სტატია, სადაც ორმხრივ ურთიერთობებზეა საუბარი და მასში ხაზგასმითაა საუბარი როგორც საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ასევე ორმხრივ ინტერესებზე, - განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ The Heritage Foundation-ში გაომქვეყნებულ სტატიის კომენტირებისას.

„The Heritage Foundation-ში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრობს. ძალიან კარგია, რომ იქ ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და საუბარია ორმხრივ ინტერესებზე, რაც ყოველთვის აკლდა ამ საუბრებს და შეფასებებს. ორმხრივი ინტერესები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოწვევები, მხოლოდ ასე შედგება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა. კარგია, რომ საუბარია საქართველოს წვლილზე, მინიშნებაა, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გაღრმავება, რაც არის კიდეც საბოლოოდ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, რომელსაც ის სთავაზობს საზოგადოებას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.​