ბადრიჯნის ხიზილალა ზამთრისთვის - მოულოდნელ სტუმრებს თამამად გაუმასპინძლდებით

ბადრიჯნის ხიზილალა ზამთრისთვის - მოულოდნელ სტუმრებს თამამად გაუმასპინძლდებით

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 1.4 კგ

ზეთი - 55 მლ

ხახვი - 150 გ

პამიდვრის პიურე (ცოცხალი ან ქილის) - 110 გ

ძმარი 9% - 11 მლ

ნიორი - 6 გ

ოხრახუში - 20 გ

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები

ბადრიჯანი გარეცხეთ, დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40 წუთით. გამომცხვარ ბადრიჯანს ყუნწი მოაჭერით და კანი გააცალეთ. ძალიან წვრილად დაჭერით და ჯამში გადაიატენთ.

ტაფაზე ზეთში შეწვით დაჭრილი თეთრი ხახვი, მოურიეთ. ფერს რომ შეიცვლის, პამიდვრის პიურე (დაბლენდერებული ან წვრილად დაჭრილი) დაუმატეთ. რამდენიმე წუთში დაჭრილი ბადრიჯანიც გადაიტანეთ ტაფაში და კარგად ამოურიეთ.

შემდეგ დაამატეთ ოხრახუში. შემდეგ - ძმარი და მარილი გემოვნებით. ბოლოს ვუმატებთ დაჭრილ ნიორსა და შავ პილპილს.

ბადრიჯნის ხიზილალა მზად არის! გადაანაწილეთ ქილებში, ჯერ ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ, შემდეგ მაცივარში შეინახეთ.