გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით

გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე: ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით

ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით, - აღნიშნული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს პირადი ამბიცია, რომ უნდა ყველაფერი, მათ შორის მისი გუნდის წევრებიც, დაუქვემდებაროს ამ პირად ამბიციას.

„იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, წესი არ არსებობს. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის თემასთან დაკავშირებით საუბარი აქ აბსოლუტურად უადგილოა. ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც არის შეპყრობილი ხიბლის ცოდვით. ეს არის ის მთლიანობა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, რომელთაც მისი სჯერათ ან მით უმეტეს მის პოლიტიკურ გუნდში არიან გაერთიანებული და ფაქტობრივად, აწერენ ხელს იმ სისხლიან წარსულს, რაც სააკაშვილმა შეუქმნა საქართველოს.

სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ყოველდღიურად უკვე ინტენსიურად უსვამს ხაზს იმას, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის „ევროპული საქართველოც” მისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. მას აქვს პირადი ამბიცია, რომ უნდა ყველაფერი, მათ შორის მისი გუნდის წევრებიც, დაუქვემდებაროს ამ პირად ამბიციას და ხელი მოაწერინოს კიდევ ერთხელ და განმეორებით ათასჯერ იმ სისხლიან დანაშაულებს, რომელიც საქართველოში ჩაიდინა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი.