ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემდეგი ტალღისთვის მზადყოფნაზე საკოორდინაციო საბჭო მუშაობს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემდეგი ტალღისთვის მზადყოფნაზე საკოორდინაციო საბჭო მუშაობს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმაზე კორონავირუსის შემდეგი ტალღისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ სერიოზულ გეგმაზე, ეს არის ე.წ. ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა მეორე, მესამე და შემდგომი ტალღისთვის ანუ ძირითადად შემოდგომის და იქ გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ნიუანსი. იქ არის როგორც ეპიდზედამხედველობა, ტესტირება, ჰოსპიტლების მზადყოფნა, ასევე, ქვეყანაში დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა და რა არის დაახლოებით ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.