მედია: ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა

მედია: ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი „ალ არაბია“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობები.

აღსანიშნავია, რომ ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი პიროტექნიკის საწყობში მდებარეობდა, თუმცა აფეთქების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.