„ჟურნალისტი რომელიც ამბობს, რომ მას სანდო წყაროზე დაყრდნობით, აქვს კონკრეტული ინფორმაციები და ამ ინფორმაციას გამოძიებას არ აწვდის  - ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყოლა

„ჟურნალისტი რომელიც ამბობს, რომ მას სანდო წყაროზე დაყრდნობით, აქვს კონკრეტული ინფორმაციები და ამ ინფორმაციას გამოძიებას არ აწვდის  - ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყოლა"

„ნაციონალური მოძრაობა" როგორც კრიმინალური ორგანიზაცია, თავის სატელიტ პარტიებთან და საკუთარ პარტიულ ტელევიზიებთან ერთად ახდენს ინსცენირებას, სპეკულაციებს კონკრეტულ საკითხებზე. ამახინჯებს ფაქტებს. ისინი საუბრობენ, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, ოღონდ    ეს კონკრეტული ინფორმაცია შეეხება ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით. ეს არის მათი დღის წესრიგი, რადგან სხვა სალაპარაკო მათ საზოგადოებასთან არ დარჩათ. ერთადერთი რაც მათ ტაქტიკურად მოიფიქრეს, რომ საზოგადოებას ირიბად ესაუბრონ - ეს არის სპეკულაციებით, პარტიული ტელევიზიებით, საზოგადოების ტრაგედიებზე მანიპულაციებით გარკვეული ინფორმაციები მიაწოდონ საზოგადოებას და სცადონ მათი შეცდომაში შეყვანა", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. 

მისი თქმით, ადამიანი, თუნდაც, ჟურნალისტი რომელიც ამბობს, რომ მას სანდო წყაროზე დაყრდნობით, აქვს კონკრეტული ინფორმაციები და შემდგომ ის ამ ინფორმაციას გამოძიებას არ აწვდის  - ეს სხვა არაფერია თუ არა ერთი ერთში, პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყოლა.  „როდესაც ჟურნალისტი პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვება, მას ჩემი და საზოგადოების თვალში ჟურნალისტი აღარ ჰქვია. ის არის პარტიის წევრი და არა ჟურნალისტი. ეს არის წინასაარჩევნო ტაქტიკა, რომ საზოგადოების უმძიმესი ტრაგედიით მანიპულაცია მოახდინონ, სცადონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რეალურად, ეს ადამიანები არიან გულგრილნი ყველა დატრიალებული  ტრაგედიის მიმართ. როგორ შეიძლება ადამიანს აწუხებდეს ადამიანის ბედი, მით უფრო, როდესაც საუბარია ოჯახის ასეთ უმძიმეს ტრაგედიაზე  და საქმე საქმეზე რომ მიდგება იგონებდე ვითომ ჟურნალისტური სტანდარტიდან გამომდინარე არ ასახელებ ინფორმაციას. სამწუხაროა, თუმცა, ეს რეალობა გვაქვს და საზოგადოება ძალიან სწორად განსჯის ამ ყველაფერს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

Aburjga Tasmanieli ჟურნალისტი რომელიც ამბობს, რომ მას სანდო წყაროზე დაყრდნობით, აქვს კონკრეტული ინფორმაციები და ამ ინფორმაციას გამოძიებას არ აწვდის - ეს სხვა არაფერია თუ არა დანაშაული, კრიმინალურ დანაშაულთან გათანაბრებული დანაშაული, დანაშაული ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ! ბატონო ოხანაშვილო ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ!
3 წლის უკან