გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტს, რომელიც ამბობს, რომ ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტს, რომელიც ამბობს, რომ ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება

„გაუგონარი რამ ხდება, რომ ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. შეიძლება დავუშვათ და ესეც საკმაოდ სერიოზული დანაშაული მგონია, რომ იგი ხელს უშლის გამოძიებას და უარეს შემთხვევაში და მგონია, რომ ზუსტადაც ეგრეა, დესტრუქციული ძალები კვლავ იყენებენ თავის ტელევიზიას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ჟურნალისტს, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ფლობს გარკვეულ ინფორმაციას ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ჭირისუფალი.

„ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. ანუ ერთის მხრივ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ვფიქრობ, ასპროცენტიანი ალბათობით შეცდომაში შეყავს როგორც საზოგადოება, ასევე რაც განსაკუთრებით უზნეობაა, გარდაცვლილის ჭირისუფალი. ასე რომ, ამ შემთხვევაში, არც ლოგიკა არ კარნახობს ჩვენს ხალხს იმას, რომ შეიძლება მართლაც რაღაც სახელმწიფო ჩინოვნიკებთან იყო გარკვეული დაპირისპირება გარდაცვლილი ადამიანისა და ადამიანი, ვინც ამ ბრალდებას ასე უტიფრად წარმოთქვამს, უარს აცხადებს დასახელებაზე",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

Aburjga Tasmanieli თქვენი ბრალია! ქართული ოცნების ბრალია! როცა მთელმა საქართველომ მხარი დაგიჭირათ, როცა აგირჩიეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გქონდათ რატომ არ მიიღეთ სათანადო კანონები, რატომ მუშაობდით ევროპარლამენტის, ვენეციის კომისიის, ეუთოს და კიდევ სახვა საზღვარგარეთული ორგანიზაციების დაკვეთით და არა ქართველი ხალხის საჭიროებების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს განსამტკიცებლად საჭირო კანონები რატომ არ მიიღეთ?! რატომ შექმენით ასეთი მახინჯი მოცემულობა საქართველოში, როცა ვიღაც ვიგინდარა, უნამუსო ჭურნალისტებს შეუძლიათ თქვან რაც მოეხასიათებათ, მთელი საზოგადოება, თუნდაც გაუბედურებული ოჯახი შეიყვანონ შეცდომაში, მათი უბედურების ხარჯზე რეიტინგები და ქულები იწერონ, და ჰონორარი- ფული გამოიმუშაონ! გეკითხები თქვენ ბატონო გია ვოლსკი, პირადად გეკითხებით აბა კობახიძე-თალაკვაძე- ჩუგოშვილს იდეურ ლიბერასტებს რა უნდა ვკითხო?! რატომ არ აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს კანონით მინიჭებული უფლება საზოგადოდ და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც პასუხი მოსთხოვონ ანუ ის მითიური წყარო დაასახელებინონ ამ მაჩვ დავით ქაშიაშვილს (გვარამიას, სანაიას, მელაძეს და ასე უსასრულოდ)?! პირველი შემთხვევაა რომ ე.წ. ჟურნალისტი თუ სხვა მსგავსი ნაძირალა, ნჯოშნიკი, ფსევდოოპოზიციონერი (სინამდვილეში მედროვე -გამომძალველი) წამოაყრანტალებს, დააბრეხებს რაღაც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, მორალის და ზნეობის დამაქცევარ რაღაცას და თავს ვალდებულად არ თვლის წყარო დაასახელოს?! მითხარე მე პირადად, აქ მომწერე რატომ არის ასე, რატომ?! ვინ გითხრათ, რომ სიტყვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ვინ მოგატყუათ ასე მწარედ, ვინ დაგაზომბირათ?! თქვენ ბატონო ვოლსკი რატომ დაიჯერეთ ეს ამბავი, თქვენ ხომ ჟიული შარტავასთან, მამუკა ასლანიკაშვილთან და სხვა ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწეებთან ერთად გიმუშავიათ, თქვენ ხომ ძველი "ვოლკი" ხართ?!
ახლა კი როგორც გინდათ პასუხი აგებინეთ ქაშიაშვილებს, დაასახელებინეთ მხოლოდ მათთვის ცნობილი თუ მითიური წყაროები ან თუ გაჯიქდნენ მიასხმევინეთ ტვინი ახლოს მდებარე "სტოლბაზე"!
3 წლის უკან