ანა დე არმასს საკუთარი ფილმის პრემიერაზე ბენ აფლეკის წაყვანა აუკრძალეს

ანა დე არმასს საკუთარი ფილმის პრემიერაზე ბენ აფლეკის წაყვანა აუკრძალეს

სულ მალე მსოფლიო ხელოვნების ინდუსტრიაში კიდევ ერთი კინოსურათიუ დაიკავებს კუთვნილ ადგილს. No Time To Die-სწორედ ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც ერთ-ერთ როლს ანა დე არმასი ასრულებს.

ფილმის პრემიერა 2020 წლის 12 ნოემბერს, დიდ ბრიტანეთშია დაგეგმილი, თუმცაღა ამ დღის დეტალები უკვე გაჟღერდა და როგორც აღმოჩნდა, ანას ადგილზე საყვარელ მამაკაცთან - ბენ აფლეკთან ერთად გამოჩენა აეკრძალა.

მიზეზი კი მარტივია, კრეატიულ გუნდს სურს, წითელ ხალიჩაზე საკუთარი ვარსკვლავები იყვნენ მხოლოდ ყურადღების ცენტრში, მათ შორის - დენიელ კრეიგი, რემი მალეკი და სხვები.