კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ოჯახური პრობლემები გასცდა ოჯახის საზღვრებს და ამ თემაზე უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს. საკითხს საჯაროდ ეხმიანება კეტლინ ჯენერიც, რომელიც კიმ კარდაშიანის მამინაცვალი გახლავთ.
70 წლის ყოფილმა სპორტსმენმა თავი შეიკავა მწვავე კომენტარისგან და მხოლოდ კანიეს ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხო.
„მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ის ნამდვილად კარგი ბიჭია,“ - აღნიშნა ჯენერმა პირდაპირ ჩართვაში.