რუსული მას-მედიის მტკიცებით, ქართული ფესვების მქონე ცნობილი პროდიუსერი, მუსიკოსი ვალერი მელაძის ძმა და ჯგუფი „ვიაგრას“ დამფუძნებელი კონსტანტინე მელაძე ავტოავარიაში მოყვა.
ეს ფაქტი გუშინ კიევი-ობუხოვოს საავტომობილო ტრასაზე დაფიქსირდა.
ამ სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, გზაზე გადამავალი 30 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. თვითმხილველების მტკიცებით, კონსტანტინე მელაძე საკუთარი „Lexus”-ის საჭესთან იმყოფებოდა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ქალი გაიტანა.
მელაძე დაუყოვნებლივ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აღმოჩნდა რომ პროდიუსერი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„ვიაგრას“ დამფუძნებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. იმ შემთხვევაში თუ დანაშაული დაუმტკიცდა, უახლოესი რვა წლის განმავლობაში ციხის კედლებში ცხოვრება მოუწევს.