თამარ ბაჩალიაშვილის მამა: თუ სახელმწიფო საქმეში FBI-ის ჩართვის წინააღმდეგ წავა, თავის თავს დაღუპავს

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: თუ სახელმწიფო საქმეში FBI-ის ჩართვის წინააღმდეგ წავა, თავის თავს დაღუპავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მათ დახმარებას დაჰპირდნენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სახელმწიფო საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეწინააღმდეგება, ამით საკუთარ თავს "დაღუპავს".

„ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს, დეტალურად მოვუყევი ყველაფერი, რაც ხდება. ძალიან წუხან. იმედი მოგვცეს, რომ რაც შეუძლიათ დაგვეხმარებიან, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს. თუ სახელმწიფო FBI-ის ჩართვაში წინააღმდეგი წავა, თავის თავს დაღუპავს", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ შსს-ში „ზღაპრებს ყვებიან", თუმცა, ის ხვალ უწყებაში მისვლას მაინც გეგმავს.

„შსს-ში მისვლის აზრი? ზღაპრებს ყვებიან, მოწმეებს აქრობენ“,- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

Aburjga Tasmanieli ვინმემ ხომ არ იცით მოკლე ქართულმა სიტყვამ არა (არ) რა დააშავა. ან ვინ მოინდომა და ქართულ წინდადების სტრუქტურის კარგა ხნის ჩამოყალიბებული და გასაგები სტრუქტურის ვოლუნტარისტული ცვლილება?! რაზე ვსაუბრობ?!
მაგალითად, იყო - თავს დამნაშავედ არცერთი არ სცნობს! ახლა გაჩნდა - თავს დამნაშავედ არცერთი სცნობს! რა არის ეს გეკითხებით, რა არის?! რისთვის არის ეს საჭირო?! ყველაფრის რეფორმა როგორ შეიძლება??!! ვახ ჩემი კუჭი ვჭამე.... ეს რა უკუღმართ დროში მომიწია სიბერე!!!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვინმემ ხომ არ იცით მოკლე ქართულმა სიტყვამ არა (არ) რა დააშავა. ან ვინ მოინდომა ქართულ წინდადების სტრუქტურის კარგა ხნის ჩამოყალიბებული და გასაგები სტრუქტურის ვოლუნტარისტული ცვლილება?! რაზე ვსაუბრობ?!
მაგალითად, იყო - თავს დამნაშავედ არცერთი არ სცნობს! ახლა გაჩნდა - თავს დამნაშავედ არცერთი სცნობს! რა არის ეს გეკითხებით, რა არის?! რისთვის არის ეს საჭირო?! ყველაფრის რეფორმა როგორ შეიძლება??!! ვახ ჩემი კუჭი ვჭამე.... ეს რა უკუღმართ დროში მომიწია სიბერე!!!
3 წლის უკან
mamago ისე მამაც, რომ ჩართულიყო თავის დროზე და დაინტერესებულიყო შვილის პრობლემებით, კარგი იქნებოდა!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მამაგო, შვილი საფრანგეთში, პარიზში იყო 2 ჯერ ნამყოფი სასწავლებლად ე.ი საკმაოდ ხანგრძლივად! ამ უბრალო, გულუბრყვილო დედ-მამას ის რამეს გაუგონებდა?! რამეს გაანდობდა?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეკითხებოდა ეს პატიოსანი კაცი შვილო რა გჭირსო და... წარმომიდგენია რას პასუხობდა?! დეტექტივს ხომ ვერ დაიქირავებდა ჩემს შვილს უთვალთვალეო?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა! (რუსთაველი) რაც იმ უბედურმა გოგონამ ფულის შოვნა დაიწყო, თანაც საკმაოდ ბევრი ფულის იმის მერე დედ-მამა რაღად უნდოდა?! ვიღაც ახალგაზრდას ხვდებოდაო, სერიოზული ურთიერთობა ჰქონდაო (თუ ესეც პრესის მოგონილი არ არის?), ესეც კი არ იცოდნენ მშობლებმა!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დასავლური პროპაგანდისგა გონებარეული ზოგ-ზოგი წერს, რომ არა ოპოზიცია ეს საქმე ჩაფარცხებოოდაო!!! რაშია საქმე?! ოპოზიციის შიშის ქვეშ მუშაობს საქართველოს პროკურატურა და პოლიცია?! იქ მომუშავე გამომძიებლები თქვენზე (ასეთი ლოგიკით მოაზროვნეებზე) და გვარამიებზე ნაკლები ქართველები არიან, სინდის-ნამუსი თქვენზე მაგრა აქვთ დაკარგული, რომ ახალგაზრდა მშვენიერი გოგოს სიკვდილმა გული არ ატკინოთ, რაც შეუძლია ყველაფერი არ იღონონ იმის გამოსაძიებლად თუ სინამდვილეში რა მოხდა, ჭეშმარიტად რა უბედურებასთან აქვს ოჯახს და საზოგადოებას საქმე?! ან პროფესიული თავმოყვარეობა არ აწუხებთ, რომ დეგენერატმა გვარამიამ და ქაშიაშვილმა აჯობონ საქმის გამოძიებაში?! ვფიქრობ დასავლურმა პროპაგანდამ საფუძვლიანად აგირიათ ტვინი და დაგაკარგინათ ორიენტაცია!