გიორგი ვოლსკი გიგი უგულავაზე: მას უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს, ასე რომ ტრაბახს თავი დაანებოს

გიორგი ვოლსკი გიგი უგულავაზე: მას უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს, ასე რომ ტრაბახს თავი დაანებოს

„ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, სამშობლოს მოყვარული, მაღალი დონის ექსპერტები თავის საქმეში. ბიძინა ივანიშვილი ლიდერია „ქართული ოცნების“ და რაც არ უნდა იფახიფუხოს ვთქვათ გიგი უგულავამ, რომ ის ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, მას ჯერ უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უმჯობესია მან ტრაბახს თავი დაანებოს და საზოგადოებას გააცნოს ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს წარმოადგინოს ზუგდიდი საქართველოს პარლამენტში.

„პერსპექტივას ვერ ვხედავ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც ჩაბმულები არიან პირდაპირ კავშირში იმ რეჟიმთან, რომელმაც საქართველოს მოუტანა შედეგი, რომელსაც ჩვენ ყველა ვუყურებთ. ეს არის უშველებელი არმია ადამიანებისა, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დატოვეს, მძიმე ტვირთად დაგვიტოვეს. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის უამრავი ოჯახი, რომლის კისერზეც გადაიარა არაადამიანური მმართველობის სისტემამ“- განაცხადა ვოლსკიმ.

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს წარადგინა.