ხორციანი ბლინჩიკები

ხორციანი ბლინჩიკები

ინგრედიენტები

რძე - 500 მლ

გადადუღებული წყალი - 500 მლ

კვერცხი - 3

ზეთი - 4 ს.კ

მარილი

ფქვილი - 2 -2.5 ჭიქა

გულსართი:

საქონლის ფარში - 500 გ

მოხარშული ბრინჯი - 1/2-1 ჭიქა

მარილი და პილპილი

ხმელი ქონდარი - 1 ჩ.კ

ქინძი - 2-4 ღერი

ნიორი - 2 კბილი

მომზადების წესები

ღრმა თასში მოვათავსოთ ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი და კარგად ავთქვფოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე ცოტა ცხიმში. დავამატოთ ფარში, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ.  ფარში რომ გამოშვებულ წვენს დაიშრობს, მზადაა. დავამატოთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი და ცოტა ცოცხალი ქინძი. 

გულსართი ჩავუდოთ ბლინებს და გადავახვიოთ. შევწვათ ზეთიან ტაფაში ყველა მხრიდან.