ალექსანდრე გოგინავა: კორონავირუსი, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაშიც არის და ჯერჯერობით ისევ საფრთხეს წარმოადგენს

ალექსანდრე გოგინავა: კორონავირუსი, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაშიც არის და ჯერჯერობით ისევ საფრთხეს წარმოადგენს

კორონავირუსი, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაშიც არის და ჯერჯერობით ისევ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის მზარდი მატება რომ არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება მოვდუნდეთ და კორონავირუსული ინფექციის არსებობა დავივიწყოთ.

„ბოლო დროს ახალმა შემთხვევებმა შედარებით მოიმატა, თუმცა ვხედავთ, რომ ეს მატება არ არის მზარდი, მეტიც ბოლო რამდენიმე დღეა ისევ ერთეულის ფარგლებში გვაქვს ახალი შემთხვევები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება მოვდუნდეთ და დავივიწყოთ კორონავირუსული ინფექციის არსებობა, ის, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არის და ჯერჯერობით ისევ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ქვეყანაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.