მექსიკაში შეიარაღებულმა პირმა ჟურნალისტი მოკლა

მექსიკაში შეიარაღებულმა პირმა ჟურნალისტი მოკლა

სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში, გერეროს შტატში, შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით, ჟურნალისტს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პაბლო მორუგარესი ვებგვერდ PM Noticias-თვის წერდა. ის ქალაქ იგუალას ერთ-ერთ რესტორანში, დაცვის თანხლებით იყო, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევას ჟურნალისტის დაცვის ერთი წევრიც ემსხვერპლა.

პაბლო მორუგარესს თავს 2016 წელსაც დაესხნენ, თუმცა მაშინ გადარჩა.

ჯერჯერობით, მკვლელობის მოტივი უცნობია.