რატომ გააფრთხილა თამარ ბაჩალიაშვილმა მეგობარი, რომ საბედისწერო დღეებში არ დაკონტაქტებოდა?

რატომ გააფრთხილა თამარ ბაჩალიაშვილმა მეგობარი, რომ საბედისწერო დღეებში არ დაკონტაქტებოდა?

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ კვლავ რჩება სხვა პასუხგაუცემელი კითხვები - რას აკეთებდა სახლში სამსახურს მიღმა ისეთს, რომ აღარ რჩებოდა დრო სამსახურისთვის. რის გამოც საბოლოოდ, ის კომპანია ZAG-დან წასვლასაც გეგმავდა. ან ბოლოს და ბოლოს ვინ იყო თამარი? საზოგადოებას ხშირად ერევა ტექნიკური ტერმინოლოგია-თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, თუმცა რეალურად თამარი არასდროს მუშაობდა მსგავსი პროფესიით. ის უბრალოდ ვებ-დეველოპერი იყო. თამარს საერთო არ ჰქონია პროფესიულად კიბერდაზვერვასთან.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშრებით, გამოძიებამ დღეს ახალი კამარების ჩანაწერები ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებები დღეს სოფელ ტბისში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საკალმახე ,,ადმირალიდან" ამოიღეს. აღნიშნული საკალმახე იმ ადგილიდან, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დაახლოებით ხუთი კილომეტრით არის დაშორებული.

ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ახალმა კადრებმა, გადაადგილების მარშრუტებისა და დროების განსაზღვრაში, შესაძლოა, მეტი სიცხადე შეიტანოს.

ფაქტია, რომ თამარი ვიღაცასთან შესახვედრად მართლაც წავიდა. გასათვალისწინებელია ის დეტალიც, რომ თამუნამ საუკეთესო მეგობარს ორი დღით კონტაქტისგან თავის შეკავება სთხოვა. ამ ინფორმაციას გარდაცვლილის დედაც ადასტურებს.

Aburjga Tasmanieli მე ვფიქრობ არავითარ ფაილებთან ეს ამბავი არ არის დაკავშირებული. მიკვირდა რომ არაფერი იწერებოდა თამუნას სასიყვარულო ურთიერთობებზე. ეს მიჩენდა გარკვეულ ეჭვებს, რაც აღვნიშნე კიდეც. წარმოუდგენელი იყო ასეთ ლამაზ გოგონას შეყვარებული, მეგობარი მამაკაცი ან თაყვანისმცემლები არ ჰყოლოდა! ახლა აღმოჩნდა რომ ვიღაც ახალგაზრდასთან სერიოზული ურთიერთობები ჰქონია, მშობლებმა კი არაფერი იცოდნენ! ეტყობა მშობლებს არაფრად აგდებდა, არაფერს უმხელდა- არც პირად ცხოვრებაზე, არც სამსახურზე ... არაქართული ცხოვრების წესით ცხოვრობდა, თავის ევროპულ გზას დამოუკიდებლად მიუყვებოდა ... რომელმაც მიიყვანა იქ სადაც მივიდა! ღმერთმა აცხონოს!
3 წლის უკან