huffingtonpost - ქვეყნების სიაში, სადაც 2013 წელს გურმანები უნდა ჩავიდნენ, საქართველო მეორე ადგილზეა

huffingtonpost - ქვეყნების სიაში, სადაც 2013 წელს გურმანები უნდა ჩავიდნენ, საქართველო მეორე ადგილზეა

პოპულარული ამერიკული საიტი huffingtonpost.com-ი გურმანებს საქართველოში ეპატიჟება. საიტმა იმ 7 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, რომელსაც 2013 წელს აუცილებლად უნდა ეწვიონ გემრიელი კერძების მოყვარულები.

საქართველო ამ სიაში ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

"საქართველოს რესპუბლიკა კულინარიის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და მომაჯადოვებელი ადგილია. ამ პატარა ქვეყნის სამზარეულო მისი გეოგრაფიული მდებარეობის გავლენის ქვეშაა, რის შედეგადაც ხდება ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საკვების გემოვნური თვისებების ჩინებული შერწყმა. თბილისში თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ ხაჭაპური - მდნარი ყველით ფარშირებული პიცის მსგავსი კერძი. სხვა ტრადიციულ კერძებს შორის არის ხორციანი ცომის გუფთები (ხინკალი), წითელი, ქინძით შეზავებული ლობიო და ქვანახშირზე გამომცხვარი პური.

და აქვე ღვინო, რომელიც ქართულია. ეთნო-ისტორიკოსების ცნობით, საქართველოს ღვინის დასაყენებლად ვენახის მოვლის უძველესი ისტორია აქვს, რომელიც ჩვწ.აღ-მდე 5000 წლით თარიღდება", - წერს huffingtonpost.com-ი.

სტატიის ავტორი კიდევ რამდენიმე აბზაცს უძღვნის ქვევრში ქართული ღვინის დაყენების ტექნიკას.

"აუცილებლად მიუჯექით ქართულ სუფრას, სადაც ღვინოსა და საკვებს ტრადიციული მუსიკა ერწყმის", - წერს სტატიის ავტორი.

ესპანეთისა და საქართველოს გარდა, გურმანებისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში მოხვდნენ იაპონია, პერუ, უკრაინა, სიცილია, გვატემალა.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.