ირაკლი ჩიქოვანი: ტურიზმი კვლავ გახდება ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და ამაში ზუგდიდს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს

ირაკლი ჩიქოვანი: ტურიზმი კვლავ გახდება ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და ამაში ზუგდიდს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს

„კორონავირუსი გადაივლის, ტურიზმი კვლავ გახდება ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და ამაში ზუგდიდს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ზუგდიდს აქვს ანალოგიური პრობლემები, რაც არის ზოგადად საქართველოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობა და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.

ადგილზე მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე ვგეგმავთ ჩვენც და ეს საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერდება, რომელიც ზუგდიდელებს მისცემს საშუალებას, მეტი სამუშაო ადგილი შექმნან და უფრო მეტად წახალისდეს ბიზნესი.

ამ თვალსაზრისით ზუგდიდს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რადგან ის არამხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ცენტრია. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ფუნქციები კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ზუგდიდში ყოველთვის არის დაძაბული კამპანია, თუმცა ზუგდიდელებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ,

„ყოველთვის გვახსოვს, როგორ უნდა დავუდგეთ ამ ქალაქს გვერდით. მე ვფიქრობ, ზუგდიდში ბევრი ადამიანია, რომელიც გვერდით დამიდგება და მხარს დამიჭერს. ეს იქნება ძალიან დიდი ფუნქცია და როლი, რომელსაც ძალიან მაღალ დონეზე შევასრულებ, ამას ვპირდები ზუგდიდელებს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ის პრემიერის მრჩევლის თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს.