ვისი ზარის შემდეგ გავიდა თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან - მობილურის და სატელეფონო ანძების ჩანაწერები ცნობილი სულ მალე უნდა გახდეს

ვისი ზარის შემდეგ გავიდა თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან - მობილურის და სატელეფონო ანძების ჩანაწერები ცნობილი სულ მალე უნდა გახდეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი იქმნება. ოჯახმა დაპირება მიიღო. სავარაუდოდ, სულ მალე ცნობილი გახდება მობილურის და სატელეფონო ანძების ჩანაწერებიც, ვისი ზარის შემდეგ გავიდა ის სახლიდან, ვის ეკონტაქტებოდა ბოლოს, სად იყო და სად გადაადგილდებოდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულებმა მიიღეს დაპირება, რომ კითხვებს პასუხები ეტაპობრივად გაეცემა.

ოჯახი და ადვოკატი კრიმინალურ პოლიციაში იმყოფებოდნენ, უწყებას საქმე 3 დღის წინ გადაეცა.

"შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამ საქმეზე იმუშავებს. როგორც ბატონი მამუკა ჭელიძე დაგვპირდა, ეს საქმე არ დაემსგავსება მხოლოდ გაცნობითი რეჟიმის საქმეს, იქნება ყველა ჩვენი მოთხოვნა შესრულებული.

რაც შეეხება ტელეფონს, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, განჩინება აღებულია და უკვე გამოთხოვაზე არის საკითხი, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო,"- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს უკვე მესამე დღეა, კრიმინალური პოლიცია სწავლობს.

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მამუკა ჭელიძესთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

Aburjga Tasmanieli ან იმას რა ვუყოთ თამუნა საფრანგეთიდან ჩამოსვლის მერე ყოველ დღე რომ ტიროდა და ასე 6 თვის წინ მამამ მისი თხოვნით ელექტროშოკი რომ უყიდა??! წინასწარ იცოდა რომ მაღალი ჩინოსნები საიდუმლო ფაილებს გახსნიდა 1 წლის შემდეგ და ამის გამო მოკლავდნენ?! თავი გამოიგლოვა?! მოკლედ ამ ვაიჟურნალისტებს ისეთი მასწალებლები ყავთ - გვარამია, გაბუნია, ქალი გვარამია (გვარი არ ვიცი), ნ. მელაძე, სანაია, ჟჟილაშვილი, ელისო კილაძე და კიდევ მრავალი სხვა, რომ მათ მხოლოდ ენის ჭარტალი ევალებათ, ჭკუა და სიმართლეს მათთან ნუ ეძებთ!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ან იმას რა ვუყოთ თამუნა საფრანგეთიდან ჩამოსვლის მერე ყოველ დღე რომ ტიროდა და ასე 6 თვის წინ მამამ მისი თხოვნით ელექტროშოკი რომ უყიდა??! წინასწარ იცოდა რომ მაღალი ჩინოსნების საიდუმლო ფაილებს გახსნიდა 1 წლის შემდეგ და ამის გამო მოკლავდნენ?! თავი გამოიგლოვა?! მოკლედ ამ ვაიჟურნალისტებს ისეთი მასწალებლები ყავთ - გვარამია, გაბუნია, ქალი გვარამია (გვარი არ ვიცი), ნ. მელაძე, სანაია, ჟიჟილაშვილი, ელისო კილაძე და კიდევ მრავალი სხვა, რომ მათ მხოლოდ ენის ჭარტალი ევალებათ, ჭკუას და სიმართლეს მათთან ნუ ეძებთ!
3 წლის უკან