ბრიტანელი რეჟისორი და სცენარისტი, ალან პარკერი 76 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია რეჟისორის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი დაავადება იყო.
ალან პარკერი დიდი ბრიტანეთის რეჟისორთა გილდიის თანადამაარსებელი და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერია.
მის ფილმოგრაფიაში ისეთი ფილმები შედის, როგორიცაა „ევიტა“, „შუაღამის ექსპრესი“, „ბაგსი მელოუნი“, „პინკ ფლოიდი: კედელი“ და ა.შ.