საუკუნის საუკეთესო სერიალად „სამეფო კარის თამაშები“ დასახელდა

საუკუნის საუკეთესო სერიალად „სამეფო კარის თამაშები“ დასახელდა

გამოცემა Digital Spy-იმ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც საუკუნის საუკეთესო სერიალი დასახელდა. მონაცემები Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

ბრიტანელმა მაყურებელმა საუკუნის სერიალად „სამეფო კარის თამაშები“ დაასახელა.მეორე ადგილზეა სერიალი „ძალიან უცნაური საქმეები“, ხოლო მესამეზე „ექიმი კატა“ გავიდა.

საუკეთესო ათეულში მოხვდა პროექტი „შერლოკი“, „ბრიტანეთის საუკეთესო მცხობელი“, „მოკალი ევა“, „ჩერნობილი“.

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერია 19,3 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

სერიალმა კიდევ ერთთი რეკორდი დაამყარა, როცა „ემის“ პრემიის 32 ნომინაციაში გაიმარჯვა. მანამდე ასეთი რეკორდი დაამყარა 25 წლის წინ სერიალმა „ნიუ-იორკის პოლიციამ“. სერიალმა 1994 წელს ჯილდო 27 ნომინაციაში მიიღო.