უკრაინელმა სამართალდამცველებმა მოკლეს კაცი, რომელმაც პოლტავაში პოლიციელი გაიტაცა

უკრაინელმა სამართალდამცველებმა მოკლეს კაცი, რომელმაც პოლტავაში პოლიციელი გაიტაცა

უკრაინის პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც ერთი კვირის წინ პოლტავაში პოლიციელი გაიტაცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ Facebook-ზე განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა.

მისი თქმით, რომან სკრიპნიკი დასახლება ოპოშნიაში, სამძებრო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს, რა დროსაც მან ერთ-ერთი პოლიციელი მძევლად აიყვანა და სხვებს ხელყუმბარით ემუქრებოდა. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სკრიპნიკს ესროლა და მოკლა, მძევლად აყვანილმა პოლიციელმა ხელყუმბარის აფეთქებამდე გადახტომა მოასწრო.

23 სამართალდამცველები პოლტავაში მანქანის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ოპერაციას ატარებდნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ხელყუმბარა ამოიღო და მისი აფეთქების მუქარით მძევლად პოლიციის პოლკოვნიკი აიყვანა. რამდენიმე საათში კი სკრიპნიკმა კიევისკენ მიმავალ გზაზე მძევალი ავტომობილში დატოვა და ტყეს შეაფარა თავი.