ფუნთუშები ნაღებში   

ფუნთუშები ნაღებში  

ინგრედიენტები

ცომი:

რძე - 0,5 ჭიქა

ფქვილი - 400 გ

შაქარი - 100 გ

კარაქი - 50 გ

საფუარი - 1 დესერტის კოვზი

მწიკვი მარილი

ვანილის შაქარი - 10 გ

კონიაკი - 2 ჩ/კ

კვერცხი - 1 ცალი + 1 კვერცხის გული

ცალკე

ნაღები - 200 მლ

შაქრის პუდრა - 2 ს/კ + 2-3 ს/კ მოსაყრელად

რძე - 1 ს/კ + 1 კვერცხის გული - ზემოდან წასასმელად

მომზადების წესები

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 10 წუთით გავაჩეროთ. ცალკე გავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი, შევათქვიფოთ კვერცხის გული და კვერცხი. საფუვრის მასას ავურიოთ გათქვეფილი კვერცხის მასა, შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები, მოვზილოთ ნაზი ცომი, რომელიც ოდნავ ეკრობა ხელს და დავდგათ ასაფუებლად.

ნაღები და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ და მოვათავსოთ მაღალგვერდებიან ფორმაში. ცომი დავყოთ 16 გუნდად და ჩავალაგოთ ნაღებჩასხმულ ფორმაში. გუნდები ერთმანეთისგან ოდნავ დავაშოროთ, ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გულისა და რძის ნარევი, გავაჩეროთ კიდევ 30 წუთით და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით. მზა ფუნთუშებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.