თქვენს წინაშე ფოტოს სახით წარმსდგარი ულამაზესი ასული, მოდელი მარია ტაკტუკი გახლავთ, რომელიც ერთ დროს მართლაც რომ დიდებული ესპანელი ფეხბურთელის, სესკ ფაბრეგასის გერია. მარიამ სულ ცოტა ხნის წინ მოჰკიდა ხელი ფოტომოდელის კარიერას და ამ საქმეში მომავალი მართლაც რომ დიდი აქვს.
მთელი ესპანეთის ბულვარული მედია აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სესკ ფაბრეგასის მეუღლე და მარია ტაკტუკის დედა დანიელა სიმენი მართალია შვილზე მთელი 25 წლით დიდია და სულ ცოტა ხნის წინ 46 წლის მოიყარა, მაგრამ ისეთი გარეგნობა და აღნაგობა აქვს, რომ შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე შეიძლება მარიას დედა კი არა და გეგონოთ.
მით უმეტეს, რომ დედა-შვილს შორის მსგავსება თვალსაჩინოა. სწორედ ამიტომაც, ერთ-ერთმა ფოტო-სტუდიამ მარია და დანიელა ერთად მიიწვია ფოტო-გადაღებებზე და ეს ის იშვიათი გამონაკლისი იქნება, როდესაც ეპატაჟური ნაბიჯი გამართლებულიცაა და სკანდალურობამდე საინტერესოც.