ლეონარდო დიკაპრიო ოლდს ჰაკსლის უტოპიური რომანის, „კუნძული“ ეკრანიზაციას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Vარიეტყ წერს. რომანი პირველად 1962 წელს გამოქვეყნდა.
ის იზოლირებული საზოგადოებაზე მოგვითხრობს, რომელიც ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს.
სერიალს დიკაპრიოს სტუდია Appian Way და კომპანია In Good Company Films ერთობლივად გადაიღებენ. ჯერჯერობით უცნობია, წარსდგება თუ არა დიკაპრიო სერიალში მსახიობის ამპლუაშიც.