თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა

თიბისის მობაილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების და ერთიანად გადახდის ფუნქციონალი დაემატა.

დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, არსებული ან ახალი  კომუნალური გადასახადების შაბლონები დააჯგუფოს და ის სასურველი ტიპის ჯგუფში გააერთიანოს.  ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც დაზოგავს მომხმარებლის დროს და მას ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

კომუნალური გადასახადების დაჯგუფება ძალიან მარტივია. ფუნქციონალით სარგებლობისთვის  და გადასახადების ერთიანად გადასახდელად, მომხმარებელმა :

  • გადარიცხვების მენიუდან უნდა აირჩიოს კომუნალური გადახდები;
  • მონიშნოს შაბლონები, რომლის დაჯგუფებაც სურს;
  • შექმნას ჯგუფი და დაარქვას მას სასურველი სახელი;
  • მარტივად, ერთიანად გადაიხადოს დაჯგუფებული გადასახადები;

კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალით სარგებლობა თიბისის მობაილბანკთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტბანკშიცაა შესაძლებელი.