მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობაში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვა საგრძნობლად დაიკლო, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მის გამო გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამიტომ, ამ საკითხის გარშემო უამრავი მოსაზრება არსებობს, ცნობილი მომღერალი - მადონა კი, საჯაროდ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
61 წლის ვარსკვლავი საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, „სიმართლე გაგვათავისუფლებს, თუმცა ადამიანების გარკვეულ კატეგორიას მისი გაგონება არ სურს, განსაკუთრებით კი მათ, ვის ხელშიც ძალაუფლებაა. ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია და ის რამდენიმე თვის წინ დამტკიცდა, ისინი უბრალოდ შიშს კონტროლის ბერკეტად იყენებენ და შეძლებულ ფენას კიდევ უფრო დიდ ძალაუფლებას აძლევენ,“ - აღნიშნა მან.