2020 წლის Emmy-ს ჯილდოს ნომინანტები დასახელდნენ

2020 წლის Emmy-ს ჯილდოს ნომინანტები დასახელდნენ

წლევანდელი ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy 2020-ის ნომინანტები ცნობილია. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღო სერიალებმა „დარაჯები“ (26 ნომინაცია) და „საოცარი მისის მეიზელი (20 ნომინაცია). Netflix-ზე გამოშვებულმა შოუებმა 160 ნომინაცია მიიღო, მისი კონკურენტის, HBO-ს პროექტებმა კი 107 ნომინაცია.

საუკეთესო სერიალის წოდებისთვის იბრძვიან: „უმჯობესია დაურეკეთ სოლს“, „უცნაური ამბები“, „მხევლის წიგნი“, „გვირგვინი“, „ოზარკი“, „ევას მკვლელობისას“, „მანდალორელი“ და „მემკვიდრეები.

ნომინაციაში „დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ წარმოდგენილები არიან: ბრაიან კოქსი და ჯერემი სტრონგი („მემკვიდრეები“), სტერლინგ ბრაუნი („ეს ჩვენ ვართ“), ჯეისონ ბეიტმანი („ოზარკი“), ბილი პორტერი („პოზა“), სტივ კარელი („დილის შოუ“).

საუკეთესო ქალი მსახიობის წოდების დრამატულ სერიალში კი იბრძვიან: ჯოდი კომერი და სანდრა ო („ევას მკვლელობისას“), ჯენიფერ ენისტონი („დილის შოუ“), ლორა ლინი („ოზარკი“), ზენდაია („ეიფორია“) და ოლივია კოლმანი („გვირგვინი“).

Emmy-ს 2020 წლის დაჯილდოება 20 სექტემბერს გაიმართება.