ცნობილი სუპერმოდელი ირინა შეიკი დები კარდაშიანების ბრენდის საცურაო კოსტუმში გამოჩნდა. ფოტო სუპერმოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.
ფოტოზე 34 წლის მოდელი ლეოპარდის პრინტიანი Good American-ის ბრენდის საცურაო კოსტუმით პოზირებს. ეს ბრენდი კიმ კარდაშიანის უმცროს დას, ჰოლის ეკუთვნის. შეიკს ასევე ჩალის ქუდიც ამშვენებს.
ირინა შეიკი გასულ წელს, მსახიობ ბრედლი კუპერს დაშორდა, რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავს. მარტოხელა დედობის მიუხედავად, იგი მოდის წამყვან დიზაინერებთან მუშაობას აქტიურად განაგრძობს.