„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავ სოფი ტერნერს გოგო გაუჩნდა

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავ სოფი ტერნერს გოგო გაუჩნდა

ბრიტანელ მსახიობ სოფი ტერნერს, გოგო გაუჩნდა. ამის შესახებ TMZ წერს.

მსახიობმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. 24 წლის ვარსკვლავმა, ორსულობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაავრცელა. მან გოგოს ბილოი დაარქვა.

2019 წლის მაისში გაირკვა, რომ სოფი ტერნერი და ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯო ჯონასი Billboard Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საიდუმლოდ დაქორწინდნენ.

მანამდე მსახიობმა სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ სანსა სტარკის როლი შეასრულა, რითაც პოპულარული გახდა.