ჰოლივუდის ვარსკვლავი ოლივია დე ჰევილენდი გარდაიცვალა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ოლივია დე ჰევილენდი გარდაიცვალა

ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავი, მსახიობი ოლივია დე ჰევილენდი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის 104 წლისა იყო. მისი კარიერა 50 წელს გრძელდებოდა, მან რამდენიმე ათეულ ფილმში ითამაშა. ის ლეგენდარული სურათის „ქარწაღებულნის“ უკანასკნელი ცოცხალი მსახიობი იყო. სურათში მან მელანი უილკსის როლი შეასრულა, რომლისთვისაც „ოსკარზე“ წარადგინეს. ჯამში ის ყველაზე პრესტიჟული სამსახიობო ჯილდოს ნომინანტი ხუთჯერ იყო.

1960 წლიდან დე ჰევილენდი პარიზში ცხოვრობდა.