ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასა და აშშ სახელმწიფო მინისტრ მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამ ერთის შეხედვით მშრალ განცხადებაში ძალიან ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება.
ცხადია არ დავიწყებ მათი საუბრის დეტალების განხილვას, რადგანაც საინფორმაციო საშუალებებით უკვე გავრცელებულია და ყველას შეუძლია ნახოს. მე უბრალოდ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მეტად „საინტერესო“ თემაზე, თუ ვინ როგორ აღიქვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრულ ურთიერთობებს.
ბუნებრივია ნაცები და მათი სატელიტები ამ ურთიერთობებს აღიქვამენ და ჩვენ გადმოგვცემენ იმ რაკურსით, როგორც მათ აწყობთ, ანუ აშშ უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლებით, უმკაცრესად აკრიტიკებს მას და იმ 132 მილიონიდან, რაც ამერიკის ბიუჯეტმა 2021 წელს საქართველოს უნდა გამოუყოს, სანქციების სახით 15%-ს გვაკლებს.
სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ვინმეს ეს ბოდვა დაეჯერებინა, მაგრამ დაწყებული საქართველოში აშშ-ს ელჩის, ქ-ონი კელი დეგნანის აქტიურობით, მისი და საქართველოს ხელისუფლების მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობით და დამთავრებული დღევანდელი სატელეფონო საუბრით, რომლის დროსაც მეტად საჭირბოროტო საკითხები იქნა განხილული (მაგ: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია და ოკუპაციის დანაშაულებრივი გამოვლინებები), ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი აბსოლუტურად დარწმუნდება იმაში, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მეტად მჭიდროა და დღითი დღე კიდევ უფრო ღრმავდება.
ასე რომ რაც არ უნდა იწკავწკაოს ზოგიერთმა პოლიტიკანმა, ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს იმ ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ქვეყნის მომავლისთვის მეტად პოზიტიურია.
და ბოლოს: რაც შეეხება იმ 15%-ს რომლის „ჩამოჭრაც“ ძალიან უნდათ „საქართველოსთვის დამაშვრალ“ ნაძირლებს, ვიტყვი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათლად წერია – ეს სანქცია ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მიიღებს ინფორმაციას ამ თანხის ოკუპაციის აღიარებს მხარდაჭერაში გადასაცემად და მიიღებს ინფორმაციას საქართველოში კორუფციის გაძლიერებისა და ბიზნესისთვის ხელის შეშლის შესახებ.
პრემიერისა და სახელმწიფო მდივნის დღევანდელი საუბრის დროს კი მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს თავის ვალდებულებებს”