ლევან ბერძენიშვილმა საჯარო ლექციის დროს ქართველებზე და მათ ხელმომჭირნეობაზე საუბრობს. ბერძენიშვილის თქმით, დედამიწის ზურგზე ქართველების მსგავსი ხელმომჭირნე ხალხი არ არსებობს. ბერძენიშვილის თქმით, ქართველები გლეხები ვართ და არაა გასაკვირი ასეთი ხელმომჭირნეობა.
„წარმოდგენა არ გვაქვს როგორები ვართ, თუ ვინმე არის ხელმომჭირნე დედამიწის ზურგზე, გინდა სომხებს მიაწერეთ და გინდა ფრანგებს, ავად არ გახდეთ და ფული არ დაგჭირდეთ, თორემ გაიგებთ, ვინ როგორია, ერთ თეთრს ვერ გააგდებინებთ მთელს ქვეყანას… არ გვინდა ეს ლაპარაკი, სინამდვილეში ქართველები ხელმომჭირნე ხალხი ვართ, ჩვენ გლეხები ვართ, გლეხები ცნობილი ჟმოტები არიან, ამაში უცნაური არაფერი არ არის“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.