თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, უმკაცრესად დაისჯება ყველა ვინც შაქარაშვილს სიცოცხლე ვერაგულად და დაუნდობლად მოუსწრაფა

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, უმკაცრესად დაისჯება ყველა ვინც შაქარაშვილს სიცოცხლე ვერაგულად და დაუნდობლად მოუსწრაფა

იმედი მაქვს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა პირი, ვინც გიორგი შაქარაშვილს სიცოცხლე მოუსწრაფა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

,,დიდი იმედი მაქვს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს, ამ ახალგაზრდა კაცს, ასე ვერაგულად, დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე. რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური სადაც ეს პირები ბრალდებულის სტატუსით არიან მოთავსებულები, ყველა პირობას უქმნის გამოძიებას როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს, რომ სწრაფად დადგინდეს ჭეშმარიტება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.