"ვიცი, ვინც არის მკვლელი, მაგრამ…" - რა გზა აირჩიეს მირიან ნიკოლაძემ და შაქარაშვილის ოჯახმა

შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძე თქმით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელების ვინაობა მისთვის ცნობილია, თუმცა ამას სასამართლოში დამტკიცება სჭირდება, რაც მოწმეთა ჩვენების საფუძველზე რთულია.

„რა მაქვს ალტერნატივა? დავჯდე ახლა გაურკვეველი წარმოშობის ექსპერტებთან და „ბოტასასთან“ ერთად ვირბინო და “ვიჩაქჩაქო“ იქ და წინ გავუარო მთავარ მოვლენებს?!

ალტერნატივა სად მაქვს მითხარით, მე წავალ ამ ხალხთან, წავიღებ ამ საქმეს და ვიტყვი ამ გამოძიებას არ ვენდობი და აგერ ხალხო თქვენ გამოიძიეთ-თქო?! თუ იმ ათიათასობით დეგენერატის ჭკუაზე ვიარო, ვინც სხედან და კლავიატურაზე კაკუნის მეტი ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ, საერთოდ წარმოდგენა რომ არ აქვთ და ერთი საქმეც არ გამოუძიებიათ?! იმათთან მივიდე?

მე ეს გზა დამრჩა, რომ მივიდე გამოძიებასთან, დავეხმარო და ინფორმაცია გავუცვალო. ცოდნით კი ვიცი ვინც არის მკვლელი, მაგრამ მტკიცებულების დონეზე მას უნდა დავუდასტურო და სათანადოდ დაისაჯოს იმისთვის, რომ სხვა ბავშვი აღარ მოკვდეს ასე ტყუილ-უბრალოდ და ასე მხეცურად აღარ გაუსწორდნენ!“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ "ტვ პირველის" ეთერში.