"წამლებთან ერთად თამარმა გასახდომი ჩაიც შეიძინა, ამაზე რატომ არ ვრცელდება ინფორმაცია?" - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეზე

გარადაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გასახდომი ჩაი შეიძინა.

„გასახდომი ჩაიც აქვს შეძენილი, ამაზე რატომ არ ვრცელდება ინფორმაცია? ეს იცით, როგორ რაღაცას მაგონებს, როგორც კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელობამ ბრძანა ფსიქოლოგი ჰყავდაო, აბები შეიძინაო. თითქოს რაღაც მცდელობაა, რომ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა და ეს ყველაფერი თვითმკვლელობით დაასრულა.

მე მგონი, ადამიანი გასახდომ ჩაის არ ყიდულობს, თუ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს“ - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში.“

23 წლის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი თამარ ბაჩალიაშვილი, 5-დღიანი სამძებრო სამუშაობების შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე მუშაობს.