ლადო ბაჭულაშვილი ამბობს, რომ კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია და არც ბაჩალიაშვილის მამისთვის უთქვამს, რომ მისი შვილი შარშია

ლადო ბაჭულაშვილი ამბობს, რომ კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია და არც ბაჩალიაშვილის მამისთვის უთქვამს, რომ მისი შვილი შარშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი გამოკითხეს.

როგორც მან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალურ ინსპექციაში დაბარებული იყო ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე.

„დაბარებული ვიყავი გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ვითომ მე მითქვამს რაღაც. მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამე. პლუს კომპიუტერთან არანაირი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე. მე საერთოდ კომპიუტერთან შეხება არ მქონია“, - აღნიშნა ბაჭულაშვილმა.

მისი განმარტებით, ოჯახთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა და მათთან ორჯერ შეხვედრაც შედგა. „პლუს მე სატელეფონო კავშირზე ვიყავი ოჯახთან, რადგან დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო. ასეთი რამე, კიდევ გეუბნებით, ჩემგან არ თქმულა. არც აქციის მაგვარი, არც რომ თქვენი შვილი შარშია... როგორ ვეტყოდი, როდესაც მე კომპიუტერთან საერთოდ შეხება არ მქონდა. აქციის დღეს მე მაგ კაცთან საერთოდ არ მქონია შეხება. შეიძლებ სატელეფონო მქონდა დილას, მაგრამ საღამოს მე არ მქონია“, - განაცხადა ლადო ბაჭულაშვილმა.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა მოითხოვა, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველომ აღარ აწარმოოს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

Aburjga Tasmanieli მე უკვე საკუთარ ნორმალურობაში ეჭვი მეპარება! ის უბედური გოგონა დაკარგული იყო, ეძებდნენ მშობლები, ნათესავები, ეძებდა პოლიცია, დრონებითაც კი ეძებდენ, გოგონას სამსახურშიც მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, კომპიუტერი ამოიღეს და ა.შ.
ამ ფონზე ამათ კიდევ გზა გადაკეტეს და აურზაურს ტეხდნენ! ამ პოლიციელ ბაჭულაშვილს რომც ეთქვა ასეთი რამ მამისათვის ვეძებთ რაც შეგვიძლია, ხომ ხედავ შენი გოგონა შარშია და კიდევ ისე ნუ მოიქცევით რომ შენც შარში გაეხვიოო რა იყო ამ ნათქვამში საეჭვო და დასაძრახი?! რა, არ იყო თამუნა შარში?! ქუჩის გადაკეტვა და აურზაურის შექმნა როდის მერე არ არის შარი?! ამერკაა.... მამაძაღლი??!!
4 წლის უკან