„დღეს ოპოზიციამ დაუშვა ზუსტად იგივე შეცდომა, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უშვებდა“, - ამის შესახებ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მაშინ მიმართავდნენ გარკვეულწილად ძალისმიერ, დამთრგუნველ, მოდელირებულ პოლიტიკურ მეთოდებს.
„დღესაც ოპოზიციაში ყოფნის დროს კვლავ მოდელირებულ ქრონიკას სთავაზობენ საზოგადოებას, დამთრგუნველს, აპოკალიფსურს, ყოველგვარი იმედისგან დაცლილს, რაც ადამიანებისთვის მიუღებელია.
ბუნებრივია, დღეს არსებობს გამოწვევა, რომელიც გადასაწყვეტი იქნება დღეს, ხვალ და მომავალშიც, მაგრამ აპოკალიფსური სურათი, რომლის დახატვასაც ცდილობენ, უკვე გაბანკროტდა ამომრჩევლის თვალში. დრო უკვე აღარ ყოფნით, შეცვალონ პოლიტიკური ტაქტიკა, მიდგომა და იდეოლოგია. ისინი იძულებულნი იქნებიან, ამ დღის წესრიგს გაყვნენ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.