დღეს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო. კლინიკურ ცდებში 30 ათასზე მეტი ზრდასრულია ჩართული, - ამის შესახებ Aljazeera წერს.
ესაა ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა, რომლის მიზანიც სიმპტომური COVID-19-ის პრევენციაა.
კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და საბოლოო პროტოკოლიც უკვე შეთანხმებულია.
კვლევისთვის შეარჩიეს ის ზრდასრული ადამიანები, რომელთაც კორონავირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადება არ აქვთ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ექნება კომპანიას კვლევის საბოლოო შედეგები.