ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს რომ გამოეთიშოს ერთიანობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მათთვის არის დანაკარგი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-დან გიორგი ვაშაძის გასვლას.
„უნდა დაფიქრდნენ საკუთარი გადაწყვეტილებით ისინი ეხმარებიან თუ არა იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება მთავარ მოთამაშედ იმ ერთიანობაში, რომელიც შეიქმნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ამ ერთიანობაში შემოვა ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე“, - განაცხადა სამადაშვილმა.