მამუკა გამყრელიძე გიორგი ვაშაძეზე: თუ მას მეტი ამბიცია ჰქონდა, აგერაა გზა და აქვს საშუალება, მარტომ გააკეთოს, რისი გაკეთებაც უნდოდა

მამუკა გამყრელიძე გიორგი ვაშაძეზე: თუ მას მეტი ამბიცია ჰქონდა, აგერაა გზა და აქვს საშუალება, მარტომ გააკეთოს, რისი გაკეთებაც უნდოდა

ვთქვა, რომ გული არ მწყდება, ესეც ტყუილი იქნება. დანაკლისი არის ნებისმიერი ადამიანის წასვლა, მაგრამ არ არის ისეთი დანაკლისი, რომლის ანაზღაურებაც არ შეიძლება - ასე აფასებს მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი, მამუკა გამყრელიძე გაერთიანებიდან გიორგი ვაშაძის გასვლას.

„დარწმუნებული ვარ, რომ „ძალა ერთობაშია“ მაინც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას ამ არჩევნებში. თუ რამე იყო გაუგებრობა თუ გაურკვევლობა, ეს იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სხვა წევრებთან მას რადიკალური განსხვავებები არასოდეს ჰქონია“, - აცხადებს გამყრელიძე.

შეკითხვაზე, მოჰყვა თუ არა დაპირისპირება მაჟორიტარობის კანდიდატთა სიას, რადგან ის თავისი პარტიისთვის კოალიციურ სიაში 10 ადგილს ითხოვდა, მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მისთვის არ შეუტყობინებიათ.

„ჩემთვის ეს არ შეუტყობინებია. ჩვენ და სხვა პარტიები ვიყავით იმ ხელშეკრულების ერთგულები, სადაც ეწერა რომ ყველა სუბიექტს აქვს ერთი ადგილი. თუ მას მეტი ამბიცია ჰქონდა, აგერაა გზა და მას აქვს საშუალება, მარტომ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდოდა. თუ 10 ადამიანს გაიყვანს მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა გამყრელიძემ.